20 მაისი 2024,   07:38
ვრცლად
მინდა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი დღე ყველას მივულოცო, პირველ რიგში ვეტერანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ფაშისტებზე გამარჯვებაში - ვახტანგ გომელაური

დღეს 9 მაისია, მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა. ვეტერანების ნაწილი თარიღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბა. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს და მოქალაქეებს მიულოცა.

"მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი დღე მინდა ყველას მივულოცო, პირველ რიგში ვეტერანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ფაშისტებზე გამარჯვებაში, ბრძოლაში. მსოფლიოს მინდა მივულოცო, ეს მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის," - აცხადებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

დღის ამბები