20 მაისი 2024,   11:26
ვრცლად
სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე, ფაშიზმზე და რადიკალიზმზე - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვეტერანებსა და მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, მან ვეტერანებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროდ, დღეს მიმდინარეობს ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, თუმცა მისივე თქმით, სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე, ფაშიზმზე და რადიკალიზმზე.

"ფაშიზმმა მსოფლიოს დამანგრეველი შედეგები მოუტანა, ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ვეტერანებს, მინდა ჯანმრთელობად და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო მათ.

სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ და სიკეთე  ყოველთვის  გაიმარჯვებს ბოროტებაზე, ფაშიზმზე და რადიკალიზმზე," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი

დღის ამბები