20 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური - კახა კალაძე ღამით მომხდარ თავდასხმებზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველანაირი ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, მიუღებელია. მსგავს ფაქტებს პოლიტიკოსები უნდა გაემიჯნონ და პირდაპირ უნდა უნდა დაიგმოს.

მისი განმარტებით, შემაშფოთებელი და სახიფათოა, როდესაც მედიის წარმომადგენლებზე აქციაზე ძალადობენ, პოლიტიკოსს ლაჩრულად თავს ესხმიან ან პრეზიდენტი იწყალებს ისეთ ადამიანს, რომელმაც პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა.

"რა თქმა უნდა, ყოველთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. როგორც შეიძლება ადამიანმა მოიწონოს ძალადობა და ბულინგი, როდესაც "იმედი-ს", "პოსტ ტვ-ის" ჟურნალისტს აქციაზე პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ, არის პირდაპირი მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ დააბულინგონ და წაახალისონ ძალადობა. ყველანაირი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მოეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ რა განცხადებები კეთდებოდა - ეს ძალიან სახიფათოა, არ შეიძლება. როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ ეს ადამიანი გამოეყვანა გმირად, ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ძალიან მძიმეა, შემაშფოთებელია და რა თმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსებმა, ყველამ არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და პირდაპირ უნდა დავგმოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები