20 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
ვფიქრობ, მომავლის მთავრობა რუსთაველზე, იმ ახალგაზრდულ ენერგიაშია, რომელიც ასე მედგრად გამოხატავს თავის აზრს - გიორგი ვაშაძე

უნდა გადაიბაროს თუ არა არჩევნებამდე ხელისუფლება დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ იდეასთან დაკავშირებით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს დეტალებია, რომელსაც ჯერ არ გასცნობია და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

თუმცა, ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავლის მთავრობა სწორედ რუსთაველზე, ახალგაზრდულ ენერგიაშია.

"ვფიქრობ, მომავლის მთავრობა არის რუსთაველზე, იმ ახალგაზრდულ ენერგიაში, რომელიც ასე მედგრად გამოხატავს თავის აზრს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პატრიოტული სული, რომელიც არის მუდმივად რუსთაველზე და ამ პროტესტში, გარდაიქმნას დიდი აღმშენებლობის პროცესში, თავად ამ ახალგაზრდების ჩართულობით,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ არჩევნებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩაატარებს, "რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს". მისივე აზრით, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ.

 

დღის ამბები