20 მაისი 2024,   16:23
ვრცლად
სატელელეფონო ზარებს რაც შეეხება, პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება, რასაც მოყვა ასობით ზარი და მესიჯი, თუმცა ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებივით ტირილი არ დაგვიწყია, გვირეკავენო - იონათამიშვილი 

სატელელეფონო ზარებს რაც შეეხება, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება, რასაც მოყვა ასობით ზარი და მესიჯი, თუმცა ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებივით ტირილი და გოდება არ დაგვიწყია, გვირეკავენო… - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ასევე, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე იონათამიშვილი წერს, რომ გუშინ განვითარებულ მოვლენებს და მომხდარ ფაქტებს აუცილებლად გამოიძიებენ. იონათამიშვილი ოპონენტებს ძალადობის შემთხვევებზე მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს.

"როგორ დაიწყო ჯერ ფიზიკური, მერე ფსიქოლოგიური ძალადაობა და ბულინგი?!

პირველი იყო ელისაშვილის ვირთხული, მიპარვით თავდასხმა უმრავლესონის ლიდერზე, რაც არ შეიმჩნიეს, პირიქით, შეაქეს კიდეც…

სატელელეფონო ზარებს რაც შეეხება, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების საჯაროდ გამოდება, რასაც მოყვა ასობით ზარი და მესიჯი, თუმცა ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებივით ტირილი და გოდება არ დაგვიწყია, გვირეკავენო…

სხვათა შორის, შარშან, ასეთ ზარებზე მამუკა მდინარაძემ მკაცრად რომ უპასუხა, მაშინ ტვ პირველზე გამოდეს, მდინარაძე გვაგინებსო, წელს - აღარ, ეტყობა სხვა, უფრო “ვაჟკაცური” გეგმები აქვთ.

და ბოლოს, გუშინდელ ძალადობებზე. ამას აუცილებლად გამოიძიებენ. სამწუხაროდ ეს ძალიან სწრაფად არ ხდება, თუმცა პირველი გივი თარგამაძე გვახსენდება, ქათამივით რომ აკლავდნენ თავიანთ “დიად რევოლუციურ გეგმებს”. სხვა გზა არც ახლა დარჩათ, ახლაც მსხვერპლი ჭირდებათ, თორემ რუსულმა მესიჯმა აღარ იმუშავა და ხალხი აქეთ გვეუბნება, უკან არ დაიხიოთ, ეს თაღლითობა და მავნებლობა არ გაატანინოთო. ეს გვითხრა 29 აპრილს მოსულმა ორასიათასზე მეტმა ადამიანმაც!"- წერს რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები