20 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
ძალადობა ჩემგან ლეგიტიმურია და შენგან კანძალადობა ჩემგან ლეგიტიმურია და შენგან - კანონდარღვევა, ეს არ არის სწორი - როდესაც აბსოლუტურ უმრავლესობაზე ძალადობენ, რა ჰგონიათ, რომ მეორე ლოყას მიუშვერენ? - გურამ მაჭარაშვილიონდარღვევა ეს არ არის სწორი-გურამ მაჭარ

ღამით, თბილისის ქუჩებში კიდევ რამდენიმე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. უცნობი პირები თავს დაესხნენ "გირჩი მეტის თავისუფლების " წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და პარტია "ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს.

ყურუა ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მას ტვინის შერყევა, მოტეხილობა და სხეულის სხვა ტიპის დაზიანება აქვს.

ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი თავდასხმები ისევ ურთიერთბრალდებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ მათთვის ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, თუმცა, ასეთი ფაქტების შეფასებებისას, მათი აზრით, ოპოზიციას ორმაგი სტანდარტი არ უნდა ჰქონდეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ძალადობა უკანონო და ამორალურია.

"ძალადობა როგორ განვითარდა - როგორ დაესხნენ უმრავლესობის ლიდერს თავს, ვნახეთ კომიტეტზე, მაგრამ ამას ნეგატიური შეფასება ოპოზიციური ფლანგიდან არ მოჰყოლია. ნებისმიერი სახის ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. ყველა მხარეს მოვუწოდებ, პირველ რიგში მათ, ვინც პირველმა აიღო ეს ინიციატივა ხელში, ბულინგისა და ძალადობის ინიციატივა კიდე, მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტარების ნომრები გამოაქვეყნეს, ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ მსგავსი რამ - ეს უკანონოც არის და ამორალურიც," - აცხადებს მათიკაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კანონის დარღვევისთვის ნებისმიერმა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი.

"ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი. რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ როდესაც ჩუმად ხარ და ამბობ, რომ ძალადობა ჩემგან ლეგიტიმურია და შენგან - კანონდარღვევა, ეს არ არის სწორი. როდესაც აბსოლუტურ უმრავლესობაზე ძალადობენ, რა ჰგონიათ, რომ მეორე ლოყას მიუშვერენ? კანონი ყველაფერს დაადგენს და ნებისმიერი ადამიანი კანონდარღვევისთვის პასუხს აგებს,,"- აცხადებს მაჭარაშვილი.

დღის ამბები