20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
თუ მტკიცებულებები აქვთ, რომ არაფერი დაურღვევიათ, არსებობს ქვეყანაში სასამართლო, გამოძიება და ძალიან კარგად დაადგენენ, მართლები არიან თუ არა - გურამ მაჭარაშვილი უჩა აბაშიძეზე

ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. პარტიის "ხალხის ძალა" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუკი უჩა აბაშიძეს არ დაურღვევია კანონი, არსებობს ქვეყანაში სასამართლო, გამოძიება და ის გასცემს ყველაფერს პასუხს.

"ნებისმიერი ადამიანი პასუხს აგებს კანონის წინაშე დარღვევისთვის. თუ მტკიცებულებები აქვთ, რომ მათ არაფერი დაარღვიეს, არსებობს ქვეყანაში სასამართლო, გამოძიება და იქ ძალიან კარგად დაადგენენ, მართლები არიან თუ არა. ჩვენ ვიხილეთ დაახლოებით 4 წლის წინ, შტურმი კაპიტოლიუმზე და იქ 6 ადამიანი მოკლეს, კი არ დააკავეს. საქართველოს პარლამენტის შტურმზე 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე, ეს ყოფილა დემოკრატიის დარღვევა. საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, იმიტომ, რომ საზოგადოების უფლებები იყოს დაცული," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. მას ორი მუხლით ედავებიან - ეს არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის კომპიუტერული მონაცემის ხელყოფა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის დროს, ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

დღის ამბები