20 მაისი 2024,   23:32
ვრცლად
კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე - პროტესტის ნიშნად, შალვა შავგულიძემ სხდომა დატოვა

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კამათი იყო. სხდომა, პროტესტის ნიშნად, შალვა შავგულიძემ დატოვა. ის მომხსენებელს კითხვას უსვამდა, რა დროსაც სხდომის თავმჯდომარემ დრო შეახსენა და მიკროფონი გამოურთო.

ამის შემდეგ, დეპუტატმა სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კანონმდებლები დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას დაუბრუნდნენ, რომლის მომზადებაც, მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

დეპუტატებმა კომიტეტზე მუხლობრივად განიხილეს ცვლილებები "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის", "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის" და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონებში.

დღის ამბები