21 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
ახალგაზრდების მცირე ნაწილი მართლაც გულწრფელადაა მოტყუებული, მაგრამ ის იმართება იმ ძალებისგან, რომელთაც წლების განმავლობაში ამზადებდნენ - დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს გულწრფელად აპროტესტებენ, იმართებიან მათგან, რომელთაც ამისთვის წლების განმავლობაში ამზადებდნენ.

მისივე განცხადებით, ახალგაზრდებმა, პირველ რიგში, საკუთარ თვალებს უნდა დაუჯერონ და არა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული აქტორების განცხადებებს.

"ამ ახალგაზრდების მცირე ნაწილი მართლაც გულწრფელადაა მოტყუებული, მაგრამ ეს ნაწილი იმართება იმ ძალებისგან, რომელთაც წლების განმავლობაში ამზადებდნენ, სწორედ ამ შემოსული შავი, გაუმჭვირვალე თანხებით. ჩვენ არაერთგზის გაგვიცხადებია ბაკურიანის შეხვედრასა თუ სხვა ტრენინგების შესახებ, სადაც იარაღთან მოპყრობას, მოლოტოვის კოქტეილების მოხმარებას და ა.შ. ასწავლიდნენ ახალგაზრდებს. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს, რომ ასეთი სცენარებისთვის ემზადებოდნენ.

გულწრფელები გულწრფელობაში კარგად დარწმუნდნენ. ინფორმაციის მიმართ უნდა იყვნენ ადეკვატურები. პირველ რიგში, საკუთარ თვალებს უნდა დაუჯერონ და არა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული აქტორების განცხადებებს,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები