21 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
"ამ ადამიანს არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, საქართველოს მოქალაქეებზე ილაპარაკოს" - ლევან ხაბეიშვილი პრემიერის ღია წერილზე

"ამ ადამიანს არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, საქართველოს მოქალაქეებზე ილაპარაკოს,"- ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერის ღია წერილი, სადაც ის "გულწრფელ ახალგაზრდებს" მიმართავს.

"მის მიერ შემოტანილ კანონს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობა, ეწინააღმდეგებიან ჩვენი პარტნიორები და არავის არ უნდა ეს კანონი. შესაბამისად, ამ ადამიანს არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს საქართველოს მოქალაქეებზე,"-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები