20 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უჩა არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც დააკავეს - მგონი, ყველა ხვდება, რას უკავშირდება ეს - უჩა აბაშიძის ძმა

ბლოგერ უჩა აბაშიძის ძმა, გიორგი აბაშიძე, ამბობს, რომ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თავისი ძმა არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც დააკავეს. გიორგი აბაშიძე დაკავებას ბლოგერის აქტიურობას უკავშირებს. 

"ამოღებულია დიდი რაოდენობით სათამაშო იარაღები. "ეარსოფტი" არის ცოტა უფრო გალამაზებული,ბავშვებს რომ სატკაცუნო იარაღები აქვთ, მრგვალ ტყვიებს რომ ესვრიან ერთმანეთს, ის. მასზე იყო გაფორმებული ორი იარაღი, რომელიც ამოიღეს. თავისი ორი ლეგალური იარაღია - ერთი სანადირო თოფი და ერთი შაშხანა, რომლითაც ის მონაწილეობს სპორტულ შეჯიბრებებში, სროლაში. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უჩა არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც დააკავეს. მგონი, ყველა ხვდება, რას უკავშირდება ეს და რატომ ხდება." - ამბობს გიორგი აბაშიძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. მას ორ მუხლს ედავებიან - კრიტიკული ინფორმაციული სისტემის კომპიუტერული მონაცემის ხელყოფა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა.

გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები