21 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

როგორც ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ აქტივისტებმა განაცხადეს, საუბარი შეეხო, როგორც მიმდინარე პროცესებს, ასევე არჩევნებს, კოალიციური მთავრობის საკითხებსა და დასავლეთის განწყობებს.

"ვისაუბრეთ მიმდინარე მოვლენებზე, არჩევნებზე, კოალიციურ მთავრობაზე და პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერაზე. მოგვიწოდა მაქსიმალური აქტივიზმისკენ, უწყვეტი პროტესტებისკენ და არჩევნებისთვის მობილიზებისკენ", - განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" წევრმა ლუკა ნაცვლიშვილმა.

 

დღის ამბები