20 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
ლიეტუვას დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემას გაეცნო

ლიეტუვას დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემას გაეცნო.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ინოვაციური პროექტები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო პრობაციონერთა საორიენტაციო და სკოლის მოსწავლეებისთვის დანაშაულის პრევენციის კურსებს, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამებს და სხვა პროექტებს.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრები ინოვაციური მოწყობილობის - PROBBOX-ის შესაძლებლობებს, თბილისის იუსტიციის სახლში, ადგილზე გაეცნენ.

დღის ამბები