01 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
სტუდენტების პროტესტი გმირთა მემორიალთან გრძელდება - მანამდე სტუდენტები ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუ-ს რექტორს დაუპირისპირდნენ

გმირთა მოედანზე მსვლელობა იმართება - აქციის მონაწილეები თავდაპირველად ტექნიკური უნივერსიტეტისკენ დაიძრნენ, ახლა კი ისევ გმირთა მოედანზე ბრუნდებიან. გზა ჯერჯერობით გადაკეტილი არ არის.

სტუდენტები ტექნიკურ უნივერსიტეტთან უნივერსიტეტის რექტორს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ისინი ითხოვდნენ უნივერსიტეტმა გამოიწვიოს ხელმოწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივი განცხადებიდან. ამასთან, სკანდირებდნენ - "სირცხვილია."

თავის მხრივ, რექტორი, დავით გურგენიძე ამბობს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონი რუსული არაა და ქართული კანონია.

დემონსტრანტები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მის უკან გაწვევას სთხოვენ.

 

 

დღის ამბები