"ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან" დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ.
ხვალ, 17 მაისს, 13 საათზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქაშუეთში პარაკლისს აღავლენენ. შემდეგ დაიწყება მსვლელობა სამების საპატრიარქო ტაძრისკენ.
მსვლელობა დილის 9 საათზე გაიმართება რუსთავშიც. გმირთა მოედნიდან იუსტიციის სახლამდე, საიდანაც მოქალაქეები ავტობუსებით შეუერთდებიან თბილისში, ქაშუეთთან დაგეგმილ მთავარ ღონისძიებას.
"ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან" დაკავშირებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. მთავრობამ განკარგულება უკვე გამოსცა.