01 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
უკრაინაში საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ვოვჩანსკის დიდი ნაწილი დაიკავეს

უკრაინაში საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ვოვჩანსკის დიდი ნაწილი დაიკავეს. ხარკოვის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

პროცესში უკრაინის საგანგებო სიტუაციების ყველა სამსახურია ჩართული. ევაკუაცია რუსეთის საჰაერო იერიშების ფონზე მიმდინარეობს.

ქალაქ დნიპროზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. საოკუპაციო ძალების შეტევები გრძელდება ხერსონსა და მიკოლაევზეც. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 25 ადამიანი.

დღის ამბები