16 ივნისი 2024,   01:34
ვრცლად
სენატორი ტედ კრუზი ენტონი ბლინკენს: თქვენი საგარეო პოლიტიკა ეწინააღმდეგება იმას, რაც რაციონალური ამერიკული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის - ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის მათ, ასუსტებს და თავს ესხმის

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენებზე, ტეხასის "რესპუბლიკელმა" სენატორმა ტედ კრუზმა სახელმწიფო მდივანი მწვავედ გააკრიტიკა.

ამერიკელმა კანონმდებელმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კატასტროფამდე მიიყვანა. მისი თქმით, ბაიდენის გაპრეზიდენტების დროს, მშვიდობიანი მსოფლიო არსებობდა, ახლა კი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ორი უმძიმესი ომი მიმდინარეობს.

"ბატონო მდივანო, თქვენ ხელმძღვანელობთ თანამედროვეობის უმძიმეს საგარეო პოლიტიკურ კატასტროფას. როდესაც ჯო ბაიდენი გახდა პრეზიდენტი, მან მემკვიდრეობით მიიღო მშვიდობა და კეთილდღეობა მსოფლიოში. ახლა ჩვენ გვაქვს ორი ომი ერთდროულად: ყველაზე საშინელი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ყველაზე საშინელი ომი ახლო აღმოსავლეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში. მჯერა, რომ ორივე ომი გამოიწვია ამჟამინდელი ადმინისტრაციის თანმიმდევრულმა სისუსტემ. თქვენი საგარეო პოლიტიკა ზუსტად ეწინააღმდეგება იმას, რაც რაციონალური ამერიკული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის. ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის მათ, ასუსტებს და თავს ესხმის. ეს ადმინისტრაცია ჩვენი მტრების მიმართ მუდმივად ავლენს სიმშვიდეს და მილიარდობით დოლარი გადაურიცხა ამერიკის მტრებს, რომლებსაც ჩვენი განადგურება სურთ," - განაცხადა ტედ კრუზმა.

დღის ამბები