16 ივნისი 2024,   03:07
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათ აქციებზე სხვადასხვა კანონდარღვევაში დებენ ბრალს. საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ წესის დარღვევაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, მოსამართლეების საქმეს "ფორმალურად უდგებიან" და სამართალდამცველების ახსნა-განმარტებას საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევენ იმისთვის, რომ კონკრეტული პირები დააჯარიმონ.

"სამწუხაროდ, მოსამართლეები ძალიან ფორმალურად უდგებიან ამ საქმეებს და პოლიციის ახსნა-განმარტებებს მიიჩნევენ საკმარის მტკიცებულებად, რის საფუძველზეც აჯარიმებენ კონკრეტულ პირებს. ეს არის დაუშვებელი, ეს სამართლიან სასამართლოს უფლებას ზღუდავს. ასეთი გადაწყვეტილებები ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სტანდარტს", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები