16 ივნისი 2024,   03:55
ვრცლად
არა არის გამორიცხული, ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან წიგნების ქურდობის ფაქტზე დაკავებულ პირთა რაოდენობა გაიზარდოს

პროკურატურამ, ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს.

ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის მოწმობებს, გამოგონილ სახელებს და, ორიგინალის ჩასანაცვლებლად, წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. მათ 2022-2023 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქის ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნები მოიპარეს.

საქმესთან დაკავშირებით, ეს არის რიგით მეხუთე ადამიანი, რომელიც დააკავეს. გამოძიება "ევროჯასტის" ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. საუბარია, ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან წიგნების მოპარვაზე, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ. დაკავებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, ჯერჯერობით, არა არის ცნობილი, აღიარებს თუ არა ის წარდგენილ არლს.

საქართველოს ხუთ მოქალაქეს, რომელიც დაკავებულია მასშტაბური გამოძიების ფარგლებში, 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება გრძელდება, სამართალდამცველები არ გამორიცხავენ,რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

დღის ამბები