16 ივნისი 2024,   01:36
ვრცლად
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2 500-მდე ავიარეისი შესრულდება

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის 2 500-მდე ავიარეისი შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების განაცხადების და დამტკიცებული განრიგების მიხედვით, ზაფხულის სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისი. მათგან ყველაზე მეტი ევროპის მიმართულებით, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფრენებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით განახორციელებს.

დღის ამბები