16 ივნისი 2024,   02:43
ვრცლად
ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩვენთვის ოცნება იყო, ახლა კი ვსაუბრობთ იმაზე, გავალთ თუ არა ჯგუფიდან - ვილი სანიოლი

რა შემადგენლობით გავა საქართველო ევროპის ჩემპიონატზე - ვილი სანიოლმა დღეს 26 ფეხბურთელი დაასახელა. ეს იქნება იგივე შემდგენლობა, რაც ბერძნებთან შეხვედრის დროს იყო.

გუნდი შეკრებას ავსტრიაში გაივლის, სადაც მონტენეგროსთან მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს, ამის შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განცხადებით, ჩემპიონატზე თამაში ოცნება იყო, ახლა კი იმაზე საუბრობენ, გავა თუა არა გუნდი ჯგუფიდან.

"ძალიან ბედნიერი ვარ, ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩვენთვის ოცნება იყო, ახლა კი ვსაუბრობთ იმაზე, გავალთ ჯგუფიდან თუ არა. მე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე, ორივეგან მითამაშია და ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატი ყველაზე რთული ტურნირია, ამიტომ არ მინდა, ჩემს ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხი დავუმატო. აზაროვის არგამოძახება ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ ამ პოზიციაზე ჩვენი შემადგენლობით", - განაცხადა ვილი სანიოლიმ.

დღის ამბები