08 ნოემბერი 2024,   05:16
ვრცლად
24 წლის ქართველი მხატვარი, რომლისთვისაც როკის ცოცხალმა ლეგენდამ, იგი პოპმა შიშველმა იპოზიორა

24 წლის ქართველი მხატვარი, რომლისთვისაც როკის ცოცხალმა ლეგენდამ, იგი პოპმა შიშველმა იპოზიორა.

სოთბის აუქციონზე გაყიდული მედუზის შემდეგ, ლევან სონღულაშვილის სახელი კვლავ სახელოვნებო პრესაშია.

ამჯერად ის იმ 21 მხატვარს შორის აღმოჩნდა, რომლებიც კონკურსის წესით განსაკუთრებული არტისტული აქციისთვის შეარჩიეს.

როკის პიონერის სხეული, დანახული არა ვიდეოკამერებისა და ფოტორეპორტიორების, არამედ თანამედროვე არტისტების თვალით შემოდგომაზე ბრუკლინის მუზეუმში გამოიფინება.

შემდეგ კი ექსპოზიცია შტატების არაერთ გალერეას მოივლის.

ერთერთ ყველაზე საინტერესო მხატვრად ნიუ-იორკში და და ნამდვილ ვარსკვლავად თანამედროვე ქართველ არტისტებს შორის ლევან სონღულაშვილი შარშან გაფორმდა. 15 ოქტომბერს, გამოფენა-აუქციონზე მისი ნახატი ლეგენდარული არტისტების ნახატებთან ერთად, გამოიფინა და გაიყიდა.

ავტორი: მაია ლომიძე. 

დღის ამბები