25 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
მაჟორიტარობის კანდიდატი და ფედერაციის პრეზიდენტი - მესამე სექტორი კობიაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს

ირღვევა თუ არა ფეხბურთის ფედერაციის წესდების მესამე ნაწილი, როცა მოქმედი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, მაჟორიტარობისთვის იბრძვის. ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ პრეზიდენტობის პარალელურად კობიაშვილის არჩევნებში მონაწილეობით ფეხბურთის ფედერაციის წესდების მესამე ნაწილი ირღვევა, რომელიც ფედერაციას რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალურობის ვალდებულებას აკისრებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები მოუწოდებენ კობიაშვილს, დაიცვას პატიოსანი თამაშის პრინციპები.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ კანონით კობიაშვილს გადადგომის ვალდებულება არ აქვს, თუმცა ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რამდენად იქნება პლიტიკურად ნეიტრალური თავად ფედერაცია და მისი საქმიანობა ფეხბურთის ფედერაციაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ უპრიანი იქნება, თუ კობიაშვილი გადადგება და ისე ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში. 

იმ შემთხვევაში, თუ კობიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატი გახდება, პირველი მას მოუწევს ან დატოვოს თანამდებობა ან წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩეს ფედერაციის პრეზიდენტად და გააკეთოს საჯარო განცხადება, რომ ის არ აიღებს ანაზღაურებას ფედერაციიდან. 

დეპუტატი შოთა ხაბარელი და სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კანონით კობიაშვილს გადადგომის ვალდებულება არა აქვს და, თუ ის გააგრძელებს ორივე მიმართულებით საქმიანობას, არაფერი დაშავდება. 

ხაბარელისთვის გაუგებარია, რა პრობლემა შეიძლება შექმნას კობიაშვილის მაჟორიტარობამ ფედერაციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კუთხით. 

დღის ამბები