23 დეკემბერი 2024,   13:41
ვრცლად
ჩაშლილი სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში - ადვოკატები პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობენ

უკვე მეორედ, გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლეთა სკამები ცარიელი დარჩა. საკონსტიტუციო სასამართლოში 1 სექტემბერს ჩანიშნული სხდომა პლენუმის გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა. მოსამართლეებმა მხარეებისგან დასკვნითი სიტყვების მოსმენა გაურკვეველი ვადით გადადეს.

მოსამართლე ოთარ სიჭინავა ერთ-ერთი იყო, ვისი გამოუცხადებლობის გამოც ბათუმში სხდომა ჩაიშალა. პროცესის დღეს ის თბილისში იმყოფებოდა. მიზეზების გარკვევა მოსამართლესთან კურიერმა მაშინ სცადა, როდესაც ის ძაღლებს ასეირნებდა. ოთარ სიჭინავამ ახსნა-განმარტებაზე უარი თქვა.

სხდომის გამცდენი მოსამართლეებიდან ლალი ფაფიაშვილი იყო ერთადერთი, რომელმაც გამოუცხადებლობის მიზეზები ახსნა. ის პროცესზე არდასწრებას, მის მიერ ორი დღით ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს, გახმაურებული საქმეებიდან ჩამოშორებისა და თვითაცილების შესახებ.

თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ლალი ფაფიაშვილი რუსთავი 2-თან დაკავშირებული დავის განხილვასაც ჩამოშორდება. მან გადაწყვეტილება სწორედ რუსთავი 2-ის ეთერით გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასული რეპორტაჟის შემდეგ მიიღო.

გიგი უგულავასა და კაბელების გაერთიანებული საქმის ადვოკატები პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე მიუთითებენ.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.

 

დღის ამბები