23 დეკემბერი 2024,   07:03
ვრცლად
ებრაელი ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშუალებს

ებრაელი ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებს ზეწოლასა და ქვეყნიდან გაძევების მცდელობაში ადანაშაულებს.

კანადისა და ისრაელის მოქალაქის მიმართ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 200-ე მუხლი დევნა დაიწყო, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საფუძველი კი უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვაა. პროდუქცია იგორ ასკაროვის საცხოვრებლიდან ჩხრეკისას ამოიღეს.

თავად ბიზნესმენი აცხადებს, რომ ნაწარმი ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე პირადი მოხმარებისთვის შეიძინა.

"სტუმრები მყავდა სახლში, რა დროსაც ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები შემოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემგან არაყი უნდა წაეღოთ, რომელიც აუქციონზე ვიყიდე. ხვალ ალბათ მოვლენ და ჩემგან ღვინოსაც წაიღებენ, რომელიც ასევე ფინანსური პოლიციის აუქციონზე მაქვს ნაყიდი. არ ვიცი რა უნდათ ჩემგან. ერთი კვირის წინ ჩემთან მოსული იყო გიორგი პოლიციის უფროსის მოადგილე, მითხრა რომ ადამიანურად უნდოდა ჩემთან ლაპარაკი და ეს ჩემს სასიკეთოდ ხდებოდა. არ ვიცი რას მერჩიან რა უნდათ ჩემგან ერთი მოხუცი ავადმყოფი ებრაელისგან,"-აცხადებს იგორ ასკაროვი. 

დღის ამბები