23 დეკემბერი 2024,   14:06
ვრცლად
შს მინისტრი მიხილ სააკაშვილს დესტაბილიზაციის შექმნაში ადანაშაულებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებს. ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ „ალიას“ 10 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა. მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა კონკრეტული დავალებები ნაციონალური მოძრაობის წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს მისცა. მინისტრის ინფორმაციით ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა და ამ დავალებებით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაზეა საუბარი.

ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უწყებაში უკვე გამოძიებაც კი მიმდინარეობს.

„მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500 კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვასახვა თემის მანიპულირებით როგორიცაა კრიმინოგენული ვითარება , სოცილაურ ეკონომკიური საკითხები , რუსეთთან ურთიერთობა. შექმნან ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლოტიურ საზოგადოებაში“, - ამბობს ინტერვიუში ძალოვანი მინისტრი.

ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კონკრეტულ გეგმებსა და ორგანიზაციებზეც ისაუბრა, რომელთა დახამრებითაც შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით ქვეყანაში ქაოსის და ანარქიის შექმნა იგეგმება.

„მაგალითად, თავისუფალი ზონის წევრებს მიეცათ დავალება სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაცია მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლეობას სასწრაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. სააკაშვილისვე დავალებით ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველოში. ამ გეგმას, პირადად ვაცხადებ, რომ განხორციელება არ უწერია!“ - ამბობს ჭკაიძე.

მან ოიმ პრევენციულ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომლის გატარებას შინაგან საქმეთა სამინიტრო აპირებს: „ყველამ გაიგოს, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება! ჩვენ განვახორციელებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად. უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას“. შს მინისტრის განცხადებით ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის შექმნის მცედლობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები