13 ივნისი 2024,   16:22
ვრცლად
ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას პროტესტი მოჰყვა

ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას პედაგოგები და მშობლები პროტესტით ხვდებიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლებელში გამოვლენილი დარღვევების გამო, სკოლას ფუნქციონირების უფლება აღარ ექნება, ხოლო მოსწავლეები მობილობით სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი, აცხადებს, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება.

„ჩვენ მზად ვართ, საბოლოო ბრძანების შემდეგ ვიმოქმედოთ კანონით არსებულ ფარგლებში და, რა თქმა უნდა, კოორდინირება განვახორციელოთ საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. გარწმუნებთ, რომ არცერთ ბავშვს პრობლემა არ შეექმნება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ინგა შამილიშვილმა. 

შუალედური გადაწყვეტილება ლიცეუმის ხელმძღვანელობას უკვე გაეგზავნა. სასწავლებლის დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

დღის ამბები