01 ივნისი 2024,   13:23
ვრცლად
ფსოუსა და როკზე ტვირთების მიმოსვლის კონტროლის დაწყება კვლავ სადავო საკითხად რჩება

რუსეთი ამ დრომდე არ თანხმდება 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, სადაც სადაო საკითხად კვლავ რჩება ტვირთების კონტროლისთვის საბაჟო-გამშვები პუნქტების როკსა და ფსოუზე განთავსება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების მიმოსვლის კონტროლი, შვეიცარული კომპანიის დახმარებით უნდა განხორციელდეს. გეგმის მიხედვით, სამმხრივი ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ტვირთების კონტროლის შესახებ დადებული შეთანხმების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს.

მინისტრთა კაბინეტის წევრების ინფორმაციით, ოფიციალური თბილისი ხელშეკრულების პრაქტიკულად განხორციელებისთვის უკვე მზად არის. ხელშეკრულება, რომლითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო მონიტორინგი უნდა განხორციელდეს, 2011 წელს გაფორმდა. ოფიციალურმა თბილისმა ამ შეთანხმების სანაცვლოდ, რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება მისცა.

ნაციონალურ მოძრაობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშრებით კითხვები აქვთ ზურაბ აბაშიძესთან და საგარეო კომიტეტის სხდომაზე იბარებენ. ექსპერტებიც კრემლთან პრინციპული პოზიციის დაკავებას თხოვდნენ ოფიციალურ თბილისს.

დაიწყება თუ არა ტვირთების მიმოსვლის კონტროლი ფსოუსა და როკზე გაზაფხულიდან ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. შვეიცარიული მხარე, რომელიც ამ მოლაპარაკებებებში ქვეყნებს შორის მთავარი შუამავალია, შეხვედრის გამართვას ჯერ რუსულ, შემდეგ კი ქართულ მხარესთან გეგმავს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი, თეონა ცხომელიძე,

დღის ამბები