15 ივნისი 2024,   01:20
ვრცლად
ნიკა გვარამია განმარტავს, რისთვის დასჭირდა ახალი ექსპერიმენტის ჩატარება

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განმარტავს, რისთვის დასჭირდა ახალი ექსპერიმენტის ჩატარება, სადაც ის, თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონზე ესაუბრება. 

ნიკა გვარამიას თქმით, სუს-ი ალტერნატიული რეალობის შექმნას უკანონო ჩანაწერების გავრცელებით ცდილობს.

„რომ გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ვიდეო ჩემს ფეისბუკ გვერდზე კი არ გამოვაქვეყნე, რაღაცა გაურკვეველ საიტზე ავტვირთე, შემდეგ გავავრცელებინე სხვადასხვა ნიუს-სააგენტოს და, მათ შორის, რუსთავი2-საც. აი, ასე ხდება ის, რასაც სუს-ი აკეთებს რეალურად. არამარტო უკანონოდ გვისმენს, არამედ უკანონოდ ამონტაჟებს მერე ამას ყველაფერს და უკანონოდ გვიქვეყნებს და ცდილობს, რომ ალტერნატიული რეალობა შექმნას. ამ ალტერნატიული რეალობის არავის არ სჯერა, რa თქმა უნდა, მაგრამ მაინც ეს დანაშაულია, რომლისთვისაც ბატონ გომელაურს მოუწევს პასუხისგება, ცხადია ადრე თუ გვიან," - ამბობს ნიკა გვარამია.  

დღის ამბები