01 ივნისი 2024,   11:30
ვრცლად
ხმაური ბათუშმი - მოსახლეობა ისტორიული შენობის დემონტაჟს აპროტესტებს

ხმაურია ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე. მოსახლეობა ყოფილი გულის კლინიკის შენობის დემონტაჟს აპროტესტებს. ბარათაშვილის 24 ნომერში მდებარე ისტორიული შენობა გასული საუკუნის 20-იან წლებშია აშენებული.

ამ ადგილას კომპანია დარ ბილდინგი 7 სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. დემონტაჟს გვერდით ეზოში მაცხოვრებლები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათი სახლები ისედაც ავარიულია და ადგილზე მძიმე ტექნიკის მუშაობა მათ საცხოვრებელს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის. ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსის განცხადებით, დემონტაჟის ნებართვა არ იყო გაცემული და კომპანია დაჯარიმდება.

"დემონტაჟი განხორციელდა უნებართვოდ, რაზეც ზედამხედველობის სამსახურმა მოახდინა რეაგირება და იძულების წესით შეჩერებულია დემონტაჟის უფლება და გადაგზავნილია სააღსრულებლო ბიუროში,“ - განაცხადა ირაკლი ახალაძემ.

 

დღის ამბები