17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
ჩაშლილი ტენდერი - რაგბისა და ფეხბურთის მსოფლიო და ევროპული ჩემპიონატების ჩასატარებლად ახალი მოედნები არ აშენდება

რამდენიმე თვეში ზაფხულში საქართველოში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს - რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ფეხბურთში.

ამისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მომზადების ვალდებულება ქვეყანამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ აიღო. სხვა ნაგებობებთან ერთად ეს გულისხმობდა სპორტული მოედნების აშენებასაც.

ეჭვს ის ფაქტი აჩენს, რომ მოედნების მშენებლობა დაევალა საავტომობილო ბიზნესით დაკავებულ სლოვაკურ კომპანიას, თანაც ტენდერის გარეშე.

ჯერ კიდევ ნოემბერში P.S.-ის ჟურნალისტმა, გადაამოწმა სიტუაცია და აღმოაჩინა, რომ არათუ მოედნების მშენებლობა, მათი პროექტებიც კი არ იყო მზად.

ნოემბრის შემდეგ სამი თვე გავიდა, ჩემპიონატებამდეც მხოლოდ სამი თვეღა დარჩა. თუმცა, ახლა ირკვევა, რომ სლოვაკურ კომპანიასთან კონტრაქტი შეწყდა.

ავტორი: ლაშა კვესელაძე. 

დღის ამბები