13 ივნისი 2024,   11:36
ვრცლად
ოპოზიცია თავისუფალი სიტყვის დასაცავად ერთიანდება - "რუსთავი 2" კვირას აქციას მართავს

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად კვირას, ძველი პარლამენტის შენობის წინ, 14:30-ზე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. მიუხედავად იმისა, რომ აქცია აპოლიტიკური იქნება და მასზე პოლიტიკოსები სიტყვით არ გამოვლენ, ოპოზიციის წევრები მზად არიან მოქალაქეობრივი ვალის შესასრულებლად და რუსთავი 2-ის მხარდაჭერით, თავისუფალი სიტყვა დაიცვან.

აქციაზე სიტყვით მხოლოდ რუსთავი 2-ის სახეები და ჟურნალისტები გამოვლენ. 

როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, ისინი კვირას ერთმანეთის მიმართ პოლიტიკურ წყენას დაივიწყებენ და გაერთიანდებიან, რათა ხელისუფლებას საშუალება არ მისცენ თავისუფალი მედია ხელში ჩაიგდოს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, კვირას საზოგადოებამ რუსთავი 2, თავისუფალი სიტყვა უნდა დაიცვას და ეს საქართველოს ნათელი და დემოკრატიული მომავლისთვის უნდა გააკეთოს.

 

 

დღის ამბები