13 ივნისი 2024,   14:25
ვრცლად
მეხუთე წელია ცრუ ბრალმდებლის როლში რამდენჯერ მოგვევლინა საქართველოს პროკურატურა - თაკო ჩარკვიანი

„ქალაქში მკვლელია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ოღონდ ჩვენ არ ვიცით ვინ არის,“ - ასე აფასებს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს.

არჩევანის ეთერში თაკო ჩარკვიანი პროკურატურას აკრიტიკებს და შანტაჟის მოწყობაშიც ადანაშაულებს.

„მეხუთე წელია ცრუ ბრალმდებლის როლში რამდენჯერ მოგვევლინა საქართველოს პროკურატურა, შეიძლება უნდოდათ პატრიარქის მოწამვლა, მაგრამ არის ეს ის პიროვნება, ვინც ამას აკეთებდა? ძალიან ბევრი კითხვა არის. კი ბატონო, ნიუანსებზე ვერ საუბრობს საქართველოს პროკურატურა, მაგრამ მოტივაციაზე ხომ შეიძება რომ პროკურორმა ისაუბროს,“ - განაცადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესიის დაკნინება „მეზობლად ჩასაფრებულ სტრუქტურას“, რუსეთს, აწყობს. 

დღის ამბები