14 ივნისი 2024,   11:49
ვრცლად
ძლიერი ქარი საგარეჯოში - დაზიანებულია ათამდე ავტომობილი

ძლიერი ქარი საგარეჯოში - აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შენობას ქარმა სახურავი გადახადა, საიდანაც გადმოყრილი თუნუქის ნაჭრები შენობასთან მდგომ მანქანებს დაეცა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაზიანებულია ათამდე ავტომობილი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო პოლიციის დანაყოფები. შესაბამისი სამსახურები ამ დროისთვის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. ძლიერი ქარის შედეგად ტერიტორიაზე მოგლეჯილია ხე და ელექტროსადენები. ადგილობრივებისა და თვითმხილველების განმარტებით საგარეჯოში ერეკლე მეორეს ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ტერიტორიაზე იმყოფება გამგებელიც, რომელიც ვერ ასახელებს დროს, თუ როდის მოხდება გზის გახსნა და ელექტროენერგიის აღდგენა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ადგილზე დარჩება სამაშველო ჯგუფები, სანამ არ გაიწმინდება ყველა დაზიანებული სავალი ნაწილი,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გეთიაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები