13 ივნისი 2024,   23:49
ვრცლად
ტრამპი მედიაში ახალი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებაში ობამას ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი მედიაში ახალი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებაში ბარაკ ობამას ადანაშაულებს.

Fox News​-ის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბოლო დროინდელი საპროტესტო აქციების ორგანიზატორებად სწორედ ობამა და დემოკრატები დაასახელა. თუმცა პრეზიდენტს კონკრეტული მტკიცებულებები არ მოუყვანია.

დემოკრატმა კანონმდებლებმა კი დამოუკიდებელი კომისიის შექმნა მოითხოვეს რუსეთთან ტრამპის კავშირების გამოსაძიებლად.

დღეს დონალდ ტრამპი კონგრესის ორივე პალატის წევრებს პრეზიდენტის რანგში სიტყვით პირველად მიმართავს და ხარჯების შემცირებასა და ეკონომიკის გაჯანსაღების დეტალურ გეგმას წარუდგენს.

დღის ამბები