17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის - გიორგი კვირიკაშვილი

ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეგულაციისთვის ხელმოწერას საქართველოს პრემიერმინისტრი ბრიუსელში დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა. დღესვე, დროებითი შეჩერების მექანიზმის ცვლილებასაც მოეწერა ხელი.

პრემიერმინისტრმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მართლაც, პირველ რიგში არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის. დღევანდელი დღე არის გამოხატულება უდიდესი ნდობისა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები, საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირის ოჯახის სრულ წევრობამდე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მიზანია, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხელის მოწერის შემდეგ ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერმინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს შიგნით არსებულ მდგომარეობას შეეხო.

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში ტურისტული ვიზით მოგზაურობას 29 მარტიდან შეძლებენ. 

დღის ამბები