17 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
ვიცით, რომ პროცესებს მთლიანად მართავს ოლიგარქი ივანიშვილი - გიორგი გუგავა "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკური პარტიებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნაკლებად ოპტიმისტური განწყობა აქვთ.

ხვალ უზენაეს სასამართლოსთან, რუსთავი 2-ის დასაცავად გაერთიანებული 9 პოლიტიკური პარტიის გარდა, აქციაზე სხვა ოპოზიციური პარტიებიც აპირებენ მისვლას.

„როდესაც ვიცით, რომ პროცესებს მთლიანად მართავს ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც არის თავისი ბუნებით მტაცებელი და ამ შემთხვევაში, მის მიზანს წარმოადგენს რუსთავი 2 ჩაიგდოს ხელში, ბუნებრივია, მოლოდინები არის საკმაოდ პესიმისტური,“ - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმე ნებისმიერი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის განხილვის დღის წესრიგში დგას, რადგან საქმე მედიაპლურალიზმსა და მედიის დამოუკიდებლობას ეხება.

არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გაითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ საქმე სიტყვის თავისუფლებას ეხება.

დღის ამბები