17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
დიდი შანსია, რომ გათავხედებულმა ოლიგარქმა ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი მედია სივრცეც მოსპოს - ნიკა რურუა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა ქვეყნის წინაშე არსებულ ისტორიულ ეტაპზე საუბრობს, როდესაც საქართველოში დემოკრატიის ბედი უნდა გადაწყდეს.

კურიერის ეთერში მან უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია ერთადერთი დამოუკიდებელი მედიის ხელში ჩაგდება.

„თუ ხალხი განიმსჭვალა სულერთიაობით, უყურადღებობით, თუ ვერ გაიგო რაშია საქმე, მაშინ დიდი შანსია, რომ გათავხედებულმა ოლიგარქმა ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი მედია სივრცეც მოსპოს, რუსთავი 2 მიითვისოს და მაშინ უნისონში, ყველა ერთ ხმაზე იჭიკჭიკებს - რა კარგად არის ჩვენი ხალხი,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

ნიკა რურუამ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭო სიტყვის თავისუფლების დასაცავად სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით, ბოლომდე იბრძოლებს. 

დღის ამბები