17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
გიორგი ალიბეგაშვილის აზრით, არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენი წუთით ადრე შევიდოდნენ დეპუტატები მერიაში

დედაქალქის საკრებულოს დეპუტატებს დღეს მერიაში არ უშვედბენენ. ოპოზიციის წევრების განმარტებით, ქალაქის მთავრობის სხდომაზე მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მერი და სხვა მაღალჩინოსნები მათთან შესახვედრად საკრებულოში არ გამოცხადდნენ.

დეპუტატები მოსამართლე ნაზღაიძისთვის გადაცემული ქონების საკითხზე პასუხებს ითხოვენ. უსაფრთხოების სამსახურთან დაახლოებით ნახევარსაათიანი კამათის შემდეგ, საკრებულოს წევრებს შესვლის ნება დართეს, თუმცა უკვე დაწყებულ სხდომაზე დასწრებაზე მათ უარი განაცხადეს.

მერიაში დეპუტატების შეფერხება იმ მიზეზით ახსნეს, რომ ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ იყო და მერიაში სხდომათა დარბაზი საკრებულოს წევრებისთვის სპეციალურად უნდა მომზადებულიყო.

„5 წუთით ადრე დასვამდნენ იმ კითხვებს, რომლებიც მათ მერიის წინაშე ჰქონდათ თუ 5 წუთით შემდგომ, ამას მე ძალიან არსებით მნიშვნელობას ნამდვილად არ ვანიჭებ. თუ ისინი ჭეშმარიტად იყვნენ დაინტერსებულები, რომ მოესმინათ მათ პასუხები, ბუნებრივია, რომ ისინი უნდა შესულიყვნენ და მოესმინათ პასუხები,“ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები