17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
დედაქალაქს ჰყავს სამარცხვინო და კორუმპირებული მერი - თამაზ შოშიაშვილი დავით ნარმანიას აკრიტიკებს

„მერი ემალება თბილისის საკრებულოს ოპოზიციას და ემალება საზოგადოებას,“ - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის წევრი თამაზ შოშიაშვილი საკრებულოს წევრების დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არშეშვებას.

„დედაქალაქს ჰყავს სამარცხვინო და კორუმპირებული მერი, რომელიც ჩართულია კორუფციულ მაქინაციებში და აქედან გამომდინარე ემალება თბილისის საკრებულოს ოპოზიციას და ემალება საზოგადოებას, ემალება თბილისელებს და ამით ცდილობს პასუხისმგებლობა აიცილოს,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

კურიერის ეთერში მან აღნიშნა, რომ თბილისის მერი დედაქალაქის ქონებას ფლანგავს, რომლის მაგალითადაც მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის რაოდენობის ქონების გადაცემა მოყავს.

მისი თქმით, ოპოზიციური ფრაქციები ბრძოლას გააგრძელებენ რათა, დედაქალაქის მერია დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს.

„გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ დედაქალაქის მერი დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს და დედაქალაქის მერი, თავად დავით ნარმანია, რომელიც აგრძელებს კორუფციულ გარიგებებს და მილიონობით ლარის ფლანგვას, აუცილებლად დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე,“ - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა. 

დღის ამბები