17 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
"ხვალიდან გადაწყდება საქართველო განვითარდების გზას დაადგება, თუ ჩავარდებით უკუნეთში" - გიგი უგულავა

გიგი უგულავა აცხადებს, რომ თუკი რუსთავი 2-ის მიმართ განხორციელდება ის გეგმა, რაც ხელისუფლებას აქვს ჩაფიქრებული, ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ამაზე პასუხისმგებელი პირადად ბიძინა ივანიშვილი იქნება.

განცხადება ამის შესახებ პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

„მე არ გამოვრიცხავ, თუ ხელისუფლებამ ბოლომდე განახორციელა ის მზაკვრული გეგმა, რა გეგმაც არსებობს, ვგულისხმობ ქიბარ ხალვაშის ქურქში ჩაცმულმა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა თუ ძალადობრივად, სასამართლოს ვითომდა გაპრავებით მიითვისა რუსთავი 2 და შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა, ეს აუცილებლად იქონიებს ძალიან კონკრეტული შედეგებს და ერთერთი ნეგატიური შედეგი შეიძლება იყოს ის 7-8 წლის სამუშაო, რომელიც დღეს დასრულდა და რომლითაც უნდა ისარგებლოს თითოეულმა მოქალაქემ, შეიძლება ერთი ხელის მოსმით ჩაიყაროს წყალში და ამაზე პასუხისმგებელი იქნება დღევანდელი ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, „არანაირი საუბარი ხელისუფლებასთან, ან საჯარო მივმართვა ივანიშვილის სახელზე, ამის აზრს ვეღარ ვხედავ, იმიტომ რომ პოლიტიკურად ეს ხალხი არის ყრუ, პოლიტიკურად ეს ხალხი ბრმაა და მათთან საუბარს აზრი არ აქვს.“

"ხვალიდან გადაწყდება საქართველო განვითარდების გზას დაადგება, თუ ჩავვარდებით უკუნეთში, რომლიდან ამოსვლა სამწუხაროდ, ძალიან გაგვიჭირდება," - განაცხადა უგულავამ.

დღის ამბები