17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
2 მარტის სასამართლო პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით - ედვარდ ლუკასი

ედვარდ ლუკასი რუსთავი 2-ის პროცესს უკიდურესად მნივშენლოვნად მიიჩნევს. ჟურნალ ეკონომისტის უფროსი რედაქტორის განცხადებით, ორი მარტის პროცესს ყურადღებით არა მხოლოდ ის აკვირდება, არამედ ქვეყნის მეგობრები საზღვარგარეთ. 

"მე არ შევალ სასამართლო საქმის დეტალებში, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა პლურალიზმია, თქვენ ატარებთ რეალურ არჩევნებს, როცა წინასწარ არ ვიცით ვინ იქნება გამარჯვებული, გაქვთ მედია საშუალებები, რომლებიც განსხვავებულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას იძლევა. თქვენ გაქვთ სასამართლო საქმეები, რომელზეც პასუხები წინასწარ არ იცით. სწორედ ეს არის თავისუფალი საზოგადოების ფუნდამენტი," - აღნიშნა ედვარდ ლუკასმა.

მისი განცხადებით, კანონის უზენაესობიდან გადახვევა კანონისვე გამოყენებით უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„სწორედ ამას აკეთებს პუტინის რეჟიმი, კანონებს იყენებს ოპოზიციის განადგურებისა და რეჟიმის გაძლიერებისთვის. ვფიქრობ, ქართველები უნდა გაუფრთხილდეთ დამოუკიდებელი სასამართლოს იდეას, რომელიც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც არც მთავრობას მოეწონება და ასევე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლიც არც ოპოზიციისთვის იქნება მოსაწონი. სწორედ ეს ნიშნავს რეალურ დამოუკიდებლობას. მე და ვფიქრობ, საქართველოს ყველა მეგობარი რუსთვის 2-ის ირგვლივ 2 მარტის სასამართლო პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით. ჩვენ შეიძლება ვეთანხმებოდეთ ან არ ვეთანხმებოდეთ თქვენს სატელევიზო არხს, მაგრამ ის გვთავაზობს განსხავებულ შეხედულებებს და უნდა დარჩეს ეთერში,“ - განაცხადა ედვარდ ლუკასმა.

ავტორი: სოფო ზურაბიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები