17 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
სხდომამდე ერთი დღით ადრე "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები მენეჯმენტის გეგმებზე საუბრობენ

რუსთავი 2 უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის ხვალინდელ განხილვას ელოდება. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრები საქართველოს სახელით, საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, როცა 9 მოსამართლიდან მინიმუმ 5-ს ერთი პოზიცია ექნება.

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ღიად გულშემატკივრობენ ქიბარ ხალვაშს და თვლიან, რომ ქვეყნის ბოლო ინსტანციაში ხალვაშის გამარჯვება მათთვის სამართლიანობის აღდგენის და ტელევიზიის დაბრუნების დასაწყისი იქნება.

რუსთავი 2-ის ყოფილი დამფუძნებლები ამბობენ, რომ მოდავე მხარე მიცემულ პირობას შეასრულებს და ქვეყნის ბოლო ინსტანციაში საქმის მოგების შემთხვევაში, სამაუწყებლო კომპანიის აქციების 50 პროცენტს და მენეჯმენტს დათმობენ.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმით, კლიენტთან სხვა მფლობელებთან დადებული პირობის შესახებ არ უსაუბრია. ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის პრეტენზიები გაუგებარია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისთვის.

პასუხისმგელობას ამ საკითხზე 9 მოსამართლე იღებს, დიდი პალატის შემადგენლობაში ორი ისეთია, რომლის ობიექტურობასაც კომპანიის წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებენ.

რომელ საათზე შეიკრიბებიან მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, უცნობია. ასევე არ კონკრეტდება დახურულ კარს მიღმა რა დროს დაუთმობენ ისინი რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობას.

 

დღის ამბები