17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
ექსპერტები გაზზე ფასის გაზრდას გარდაუვლად მიიჩნევენ 

Socar Georgia Gas-ის და საქ ორგ გაზის შემდეგ, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კანცელარიაში სატარიფო განაცხადი Kaztransgas-მა შეიტანა. მარეგულირებელმა უკვე დაადგინა ვადები, რომლის განმავლობაშიც ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, 31 მარტამდე კომისია წინადადებებსა და მოსაზრებებს მიიღებს. მოიმატებს თუ არა და რამდენით გაიზრდება გაზის ფასი, 20 ივლისს გახდება ცნობილი.

გაითვალისწინებს თუ არა სემეკი გაზის კომპანიების მოთხოვნებს, განხილვების დაწყებიდან 150 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა, როგორც ჩანს, მანამდეც ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარაა ცნობილი. ენერგეტიკის მინისტრი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სუბსიდირებაზე ალაპარაკდა.

ის, რომ გაზის საფასურის გაზრდა გარდაუვალია, ადასტურებენ ექსპერტებიც. რის შემდეგაც ეკონომიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტები ყველა სხვა პროდუქტზე ფასების მატებასაც ელოდებიან.

ტარიფის დადგენის პროცესში მონაწილეობას იღებს ენერგო ომბუდსმენიც. მისი განცხადებით, მთავრი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღოს სემეკმა არის, რომ ტარიფი უნდა იყოს ყველა კომპანიისთვის და ყველა მომხმარებლისთვის ერთნაირი.

 

დღის ამბები