17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
თბილისის საკრებულოს წევრები მერს გეგმიური მოხსენებით თვის ბოლომდე ელოდებიან

მთავრობის სხდომაზე დასასწრებად მისული საკრებულოს 6 წევრი დაცვის სამსახურმა მერიაში არ შეუშვა. დეპუტატები მათი უფლების შეზღუდვის გამო განმარტებებს უსაფრთხოების სამსახურისგან ითხოვდნენ.

ნახევარსაათანი კამათის შემდეგ დაცვამ ასევე განმარტებების გარეშე დეპუტატებს შენობაში შესვლა შესთავაზა. ოპოზიცია უფლებამოსილების გადამეტების გამო ნარმანიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

მერი დარწმუნებულია, რომ მას კანონი არ დაურღვევია, თუმცა დეპუტატებთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავს. ინცინდენტიდან მალევე მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და საკრებულოს წევრების შენობაში შესვლის შეზღუდვას „სიცრუე და ოპოზიციის შოუ“ უწოდა.

მერიაში მისვლა დეპუტატებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დედაქალაქის მერმა ნაზღაიძის საქმეზე არსებული კითხვებისთვის პასუხის გაცემა საკრებულოში არ ისურვა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, საკრებულოში კითხვებზე პასუხის გაცემა დავით ნარმანიას მაინც მოუწევს და მას გეგმიური მოხსენებით თვის ბოლომდე ელოდებიან.

 

დღის ამბები