17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
ფარული მიყურადების კანონის ამოქმედება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული

მთავრობის ოპონენტები და არასამთავრობო სექტორი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ახალი კანონის მიხედვით, სუს-ის დაქვემდებარებაში შექმნილი სააგენტოს მუშაობით, უკანონო მოსმენების პრაქტიკა შეუფერხებლად გაგრძელდება.

მთავარი საკითხი, სუს-იდან ახალი სააგენტოს გატანის შესაძლებლობა, უმრავლესობაში რამდენიმეთვიანი დისკუსიის არცერთ ეტაპზე რეალურად არ განუხილავთ. ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მობილური ოპერატორების მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონპროექტში ვერც ფარული მიყურადების გაზრდის რისკებს ხედავენ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საგანგებო სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატების განსაკუთრებული მობილიზების და სასურველი კანონის ერთხმად დამტკიცების მიუხედავად, ფარული მიყურადების კანონს, ძალაში შესვლამდე მკვეთრი წინააღმდეგობა ელოდება.

ქართულ ოცნებაში პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემთხვევაში, მის დასაძლევად მზადება დაწყებულია და პრეზიდენტს გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ მოუწოდებენ.

ფარული მიყურადების საკითხებზე მიღებული კანონი ამოქმედების მიზნით ხელმოსაწერად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაგზავნილია.

ამავე თემაზე
დღის ამბები