17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
"რუსთავი 2"-ისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა - ოპოზიციური პარტიები აქციებს აანონსებენ

რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ხვალ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან. საკოორდინაციო საბჭო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვს. პარტიებმა საგანგებო განცხადებით ხელისუფლებასაც მიმართეს და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

რუსთავი 2-ის დასაცავად საკოორდინაციო საბჭო პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს. ოპოზიცია სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციებში ჩართვისკენ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებსაც მოუწოდებს. 

გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე მოკლე კომენტარი გააკეთა. პრემიერისგან განსხვავებით, პოზიცია რუსთავი 2-ის საქმეზე სამივე ვიცე პრემიერმა გამოხატა და პროცესებში მმართველი პარტიის ჩარევა გამორიცხა.

ევროპულმა საქართველომ დღეს ხელისუფლებას იმ მძიმე შედეგებზე მიანიშნა, რომელიც ქვეყნას რუსთავი 2-ში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მოუტანს. 

რუსთავი 2-ის საქმე იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპული საქართველოს წევრების შეხვედრებზე ბრიუსელში. ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებსა და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხებზე ისაუბრეს ევროპარლამენტში მოლაპარაკებებზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც. 

საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა პარტიებმა რუსთავის 2-ისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად გუშინ მანიფესტიც მიიღეს. 

დღის ამბები