17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ულოცავს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა დღეს, ოფიციალურად დაადასტურეს, რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავიდა, რომლის მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ.

„მე მინდა მივულოცო ჩვენ მოქალაქეებს ეს წინგადადგმული ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მეგობართა ერთობლივი მიღწევა. ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ ბევრად მეტი შესაძლებლობა გვეძლევა ევროპაში ინტეგრაციის და იმ მთავარი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ერთობლივად მუშაობს და რომელიც, ევროპაში სრულ ინტეგრაციას გულისხმობს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეებს 29 მარტიდან შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ექნებათ. 

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი

დღის ამბები