17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება

არასაპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირის მიერ ახალი რეგულაციების ხელმოწერას მიესალმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები მარტის ბოლოდან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო გადაადგილებას შეძლებენ.

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას რუსული პროპაგანდისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად ხედავს.

„ჩვენი მოქალაქეები ნახავენ, რომ რუსული პროპაგანდა სინამდვილეში არის მხოლოდ პროპაგანდა და ანტიევროპული განწყობების დაფუძნების სფერო. სინამდვილეში, რას ნიშნავს თავისუფლებაში ცხოვრება და რა ღირებულებაა ეს, ამას თითოეული მოქალაქე თავისი თვალით ნახავს,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ვიზალიბერალიზაციის რამდენიმე კვირაში ამოქმედებაში ხაზს საქართველოს მოქალაქეების დამსახურებას უსვამს.

„ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი ასევე ევროატლანტიკური არჩევანი და ძალიან სამწუხაროა და დასაფიქრებელიც ასევე, რომ ქართული ოცნება დღეს უარს ამბობს ამ არჩევანის ჩაწერაზე კონსტიტუციის პრეამბულაში,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

ავტორი: სოფო ზურაბიანი.

დღის ამბები