17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
უვიზო მიმოსვლის ხელმოწერას მმართველი გუნდი და ოპოზიცა ეხმაურება

საქართველო-ევროკავშირს შორის რამდენიმე კვირაში უვიზო მიმოსვლის დაწყებას მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც დადებითად აფასებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებზე საუბრობს.

„ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ძალიან ბევრ ხელშესახებ შედეგს მოიტანს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დღევანდელი შედეგი დაიმსახურეს.

„ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი პრობლემების კუთხით მაინც მოხერხდა ეს, რადგან ეს ევროკავშირის ნებაც იყო ეს და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა და ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკუსვლა არ იყოს, რომ ეს მონაპოვარი ქართველ ხალხს დარჩეს,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ უნდა მოხდეს.

„ამისთვის საჭიროა, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სწორი საინფორმაციო კამპანია, მოსახლეობამდე იმ ინფორმაციის მიტანა, რა შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს შეჩერება. ასევე მთავრი გარანტორი იმისა, რომ აქედან ბევრი ადამიანი არ წავიდეს და იქ არალეგალური საქმიანობით არ დაკავდეს, არის ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ავტორი: სოფო ზურაბიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები